Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩონ


ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩონ ილი პირობას დებს, რომ განაახლებს ჩიხში შესულ მოლაპარაკებას მის ბირთვულ პროგრამაზე.

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩონ ილი პირობას დებს, რომ განაახლებს ჩიხში შესულ მოლაპარაკებას მის ბირთვულ პროგრამაზე.
ამ მოლაპარაკებაში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს. ფხენიანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ დაპირებით კიმ ჩონ ილი პეკინში, ჩინელ კოლეგა ჰუ ძინტაოსთან სამიტზე გამოვიდა. მანამდე ამავე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, ჩინეთში კიმ ჩონ ილის არაოფიციალური ვიზიტის შესახებ. ჩინეთში კი, როგორც ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ კორეელ სტუმარს უთხრა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკება არის სწორი არჩევანი ფხენიანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. მოლაპარაკებაზე რომელშიც, ამ ორი ქვეყნის გარდა, ჩართული არიან სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები, რუსეთი და იაპონია, წინსვლას მიაღწიეს გასულ წელს, როცა ფხენიანი პრინციპში დაიყაბულეს ბირთვული იარაღის დემონტაჟზე - დახმარებისა და უშიშროების გარანტიების სანაცვლოდ. მაგრამ მოგვიანებით ფხენიანი ბოიკოტით დაიმუქრა, მისი საფინანსო სისტემის წინააღმდეგ ამერიკული მხარის მიერ მიღებული ზომების გამო. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ნოემბერში შედგა.
XS
SM
MD
LG