Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტის, პოლ ხლებნიკოვის


მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
სამი მამაკაცის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განაცხადა ვექილმა რუსლან ზაკალიუჟნიმ, რომლის ინფორმაციითაც, პროცესის გადადების მიზეზია თავმჯდომარე მოსამართლის ავადმყოფობა. ხოლო სასამართლოს პრეს-მდივანმა პროცესის გადადების სხვა მიზეზი დაასახელა - ბრალდებულების ერთ-ერთი ვექილის მიერ სასამართლოს წესების სისტემატური დარღვევა. ხლებნიკოვი იყო ჟურნალ "ფორბსის" რუსული გამოცემის რედაქტორი, რომელიც მისივე ოფისის წინ, მოსკოვში მოკლეს 2004 წლის ივლისში. სასამართლო პროცესი კი წელს, 10 იანვარს, მოსკოვშივე დაიწყო. სამივე ბრალდებული ჩეჩენია და ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG