Accessibility links

ევროპარლამენტი მიემხრო საგანგებო კომიტეტის შექმნას


ევროპარლამენტი მიემხრო საგანგებო კომიტეტის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული დაზვერვის

ევროპარლამენტი მიემხრო საგანგებო კომიტეტის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული დაზვერვის
საიდუმლო ციხეების ყოფნის ბრალდებას გამოიძიებს. კომიტეტს ეყოლება 46 წევრი - ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. მათ შორის უდიდესია კონსერვატიული ძალა: ევროპის სახალხო პარტია, რომელიც 17 პარლამენტარით იქნება წარმოდგენილი. იმავდროულად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას, ამასვე აკეთებს ევროსაბჭოც. ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ტერორიზმში ეჭვმიტანილები დამალული ჰყავს საბჭოთა პერიოდის საპატიმროებში, ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიაზე, პირველად ნოემბერში გავრცელდა.
XS
SM
MD
LG