Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სათავეში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სათავეში ჩაუდგება ფრინველის გრიპთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სათავეში ჩაუდგება ფრინველის გრიპთან დაკავშირებით
პრევენციული ღონისძიებების მაკოორდინირებულ სამთავრობო კომისიას. ეს გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. როგორც ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, საგანგებო შტაბები, რომლებიც ვირუსის შესაძლო გავრცელების კერების ლიკვიდაციას მოახდენს, ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას. დღეისთვის საქართველოში 7 შტაბია. მთავრობის სხდომაზევე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ალექსი ალესქიშვილის წინადადებაც განიხილეს. წინადადება ითვალისწინებს ფრინველის გრიპთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებებისათვის დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისათვის დამატებითი თანხის, დაახლოებით, 15 მილიონი დოლარის თხოვნას.
XS
SM
MD
LG