Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალ ყაიდის” ლიდერი ოსამა ბინ


“ალ ყაიდის” ლიდერი ოსამა ბინ ლადენი აშშ-ში ახალ თავდასმხებით იმუქრება, მაგრამ ამავე დროს ზავზე ლაპარაკობს, თუკი ერაყიდან და ავღანეთიდან კოალიციის ჯარი გავა.

“ალ ყაიდის” ლიდერი ოსამა ბინ ლადენი აშშ-ში ახალ თავდასმხებით იმუქრება, მაგრამ ამავე დროს ზავზე ლაპარაკობს, თუკი ერაყიდან და ავღანეთიდან კოალიციის ჯარი გავა.

არაბულმა ტელეარხმა “ალ ჯაზირამ”გადასცა ეს აუდიო- ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა.
თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ უარყო შეთავაზება. წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა განაცხადა, რომ ტერორისტებთან აშშ-ს მოლაპარაკება არ სურს.
ჩანაწერის თანახმად, შერიგება დიდი ხარჯის და ადამიანთა სიცოხლის დაზოგვას წაადგებოდა.
(ბინ ლადენისხმა(
“ჩვენ გთავაზობთ ხანგძლივ ზავს პატიოსანი პირობებით, რომლებსაც მკაცრად დავიცავთ. ჩვენ რელიგიური თემი ვართ და ალაჰი სიცრუეს გვიკრძალავს. ზავი ორივე მხარეს უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიას მისცემს. ეს კი, ომით დანგრეული ერაყის და ავღანეთის აღდგენის საშუალებას მოგვცემს”.
ბინ ლადენი 2001 წელს 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტების ავტორია. ეს მისი პირველი მიმართვაა ერთი წლის მანძილზე. ბინ ლადენის ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG