Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორისტებთან


შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორისტებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების

შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორისტებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების
გამართვის იდეას. გუშინ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" გადასცა ოსამა ბინ ლადენის მიმართვა. "ალ-ყაიდის" ლიდერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებზე ახალი თავდასხმები მზადდება. მაგრამ, ამასთან, დასძინა, რომ მზად არის დაზავებისთვის. მას პირობები მკაფიოდ არ დაუსახელებია, ახსენა მხოლოდ ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანა. შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ აუდიოჩანაწერზე ხმა მართლაც ბინ ლადენს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG