Accessibility links

logo-print

სერბიის კოსოვოს ოლქის პრეზიდენტი იბრაჰიმ


სერბიის კოსოვოს ოლქის პრეზიდენტი იბრაჰიმ რუგოვა 61 წლის იასაკში გარდაიცვალა. მისმა წარმომადგენელმა

სერბიის კოსოვოს ოლქის პრეზიდენტი იბრაჰიმ რუგოვა 61 წლის იასაკში გარდაიცვალა. მისმა წარმომადგენელმა
მუჰამეტ ჰამიტიმ განაცხადა, რომ რუგოვა თავის რეზიდენციაში, დღეს შუადღისას გარდაიცვალა. მას შარშან სექტემბერში ფილტვის კიბო დაუდგინდა. რუგოვა სიგარეტის აქტიური მწეველი იყო. იბრაჰიმ რუგოვა 1990 წლიდან სათავეში ედგა, იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩიის პოლიტიკის საწინააღმდეგო მშვიდობიან მოძრაობას, რომელიც ოლქის დამოუკიდებლობას მოითხოვდა. ოლქის ალბანურ მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს, სერბია კოსოვოს თავის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.
საერთაშორისო თანამეგობრობის ლიდერები მოუწოდებეენ კოსოვოს სიმშვიდისკენ რუგოვას სიკვდილის შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ კოსოვოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა განაგრძონ მოლაპარაკება ოლქის სტატუსის შესახებ, როგორც თქვა, რუგოვას რეალიზმის და შემწყვნარებლობის პინციპების შესაბამისად. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ის დემოკრატიული და მრავალეროვნული კოსოვოს მოსურნე კაცად დარჩება მეხსიერებაში. ეუთოს ხელმძღვანელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე ხუხტმა მოუწოდა კოსოვოელებს რუგოვას მშვიდობიანი გზა გააგრძელონ. სერბიის წარმომადგენელმა კოსოვოში სანდრა რასკოვიჩ-ივიჩმა ბელგრადის შეშფოთება გამოთქვა, გაიზიარებს თუ არა მისი მემკვიდრე რუგოვას მშვიდობიან სწრაფვას.
XS
SM
MD
LG