ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სირიაში დაასრულა თავისი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტი და შინ
დაბრუნდა. ის სირიაში შეხვდა მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ასევე პალესტინელთა ათი რადიკალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის “ისლამურ ჯიჰადსა” და “ჰამასს”. აჰმადინეჟადი შეხვდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და მათ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, მასში სირია მხარს უჭერს ირანის უფლებას განავითაროს ბირთვული ტექნოლოგია სამშვიდობო მიზნით. იქვე მოწოდებაა გამოთქმული დასრულეს ისრაელის მიერ არაბული ტერიტორიების, მათ შორის სირიის გოლანის მაღლობების ოკუპაცია. სირიამაც და ირანმაც უარყვეს, რომ ისინი დგანან ტელ-ავივში 19 იანვარს მომხდარი ტერაქტის უკან.