Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა კოსოვოს გარდაცვლილი


ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა კოსოვოს გარდაცვლილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რუგოვას მიერ მშვიდობის დამყარების

ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა კოსოვოს გარდაცვლილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რუგოვას მიერ მშვიდობის დამყარების
საქმეში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს, და იმედი გამოთქვეს, რომ კოსოვოს საბოლოო სტატუსის დადგენის პროცესი რუგოვას მაგალითს გაითვალისწინებს. რუგოვა შაბათს, 21 იანვარს, 61 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურსულა პლასნიკის თქმით, რუგოვა არაძალადობრივი პოლიტიკის ერთგული მომხრე იყო, რომელიც ყოველთვის დიალოგის წარმოებას ცდილობდა. პლასნიკს მიაჩნია, რომ რუგოვას მემკვიდრეობა ყველა მხარემ უნდა დაიცვას იმისათვის, რომ კოსოვოში "მშვიდობა, სიმდიდრე, უსაფრთხოება და მდგრადი სტაბილურობა" დამყარდეს. კოსოვოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სორენ იესენ-პეტერსენმა, რუგოვას სიკვდილს ტრაგედია უწოდა: [იესენ-პეტერსენის ხმა]: "ჩვენ ლიდერი მაშინ დავკარგეთ, როდესაც კოსოვოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი დგას. ჩემთვის პრეზიდენტის წასვლა ღრმა ტრაგედიაა. ის, რომ კოსოვოს ისტორიაში ასეთი მომენტის შექმნა მოხერხდა, პირველ რიგში რუგოვას მრავალწლიანი პრეზიდენტობის დამსახურებაა". კოსოვოში ხუთდღიანი ოფიციალური გლოვაა გამოცხადებული. რუგოვას ცხედარი პარლამენტის შენობაში იქნება დასვენებული, სადაც მისთვის პატივის მიგება ხვალიდან სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. რუგოვას დაკრძალვა ხუთშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG