Accessibility links

ამინდის პროგნოზის თანახმად, რუსეთში კიდევ


ამინდის პროგნოზის თანახმად, რუსეთში კიდევ უფრო აცივდება.

ამინდის პროგნოზის თანახმად, რუსეთში კიდევ უფრო აცივდება.
ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა ორშაბათს მინუს 30 გრადუსს მიაღწევს. გუშინ მოსკოვში სიცივეს სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამით ამინდთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 23-ს მიაღწია. სიცივე დასავლეთის მიმართულებით ვრცელდება. მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ მინუს 21 გრადუსს მიაღწია, მოლდავეთში ორ გაყინული მამაკაცი იპოვნეს. სიცივემ ერთ ღამეში მიაღწია გერმანიას. იქ 24 საათზე ნაკლები დრო აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ტემპერატურა ნულიდან მინუს 19 გრადუსამდე დავარდნილიყო. სიცივე და დიდთოვლობაა თურქეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებშიც.
XS
SM
MD
LG