Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე ზატულინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე ზატულინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენზე
კვირას გამთენიისას მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ზატულინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, სააკაშვილს არ აქვს უფლება, გაზსადენის აფეთქებაში რუსეთის მხარე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულოს. მისივე თქმით, "რუსეთის მხარემ ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს საქართველოს ელჩს რუსეთის ფედერაციაში, რათა გაარკვიოს, რის საფუძველზე გააკეთა სააკაშვილმა ისეთი განცხადებები, რაც რუსეთს დაუმსახურებლად უყენებს ბრალდებას”. ზატულინის თქმით, სააკაშვილის განცხადებები უნდა შეფასდეს, როგორც "თავშეუკავებელი პოლიტიკოსის თავშეუკავებელი გამოსვლა". ამასთან, სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება, რომ რუსული სააგენტოების ინფორმაციით, გაზსადენზე აფეთქების შედეგების ლიკვიდაციას ოთხი დღე დასჭირდება. ერთი კვირა იქნება საჭირო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ,,კავკასიონის” აღსადგენად. რუსეთის პროკურატურამ აფეთქების ფაქტზე უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურა მიიჩნევს, რომ გაზსადენი ე.წ. "ბოევიკებმა” ააფეთქეს.
XS
SM
MD
LG