Accessibility links

logo-print

პალსეტინელთა დაჯგუფების “ჰამასის” ლიდერმა მაჰმუდ


პალსეტინელთა დაჯგუფების “ჰამასის” ლიდერმა მაჰმუდ ზაჰარმა განაცხადა, რომ “ჰამასი” ღიაა მომავალში ისრაელთან

პალსეტინელთა დაჯგუფების “ჰამასის” ლიდერმა მაჰმუდ ზაჰარმა განაცხადა, რომ “ჰამასი” ღიაა მომავალში ისრაელთან
შესაძლებელი მოლაპარაკებისთვის.
ამ განცხადებში ჩანს, რომ “ჰამასმა” თავისი პოზიცია შეცვალა. ზაჰარის განცხადება პალესტინელთა ავტონომიაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს გაკეთდა. არჩევნები ავტონომიაში 25 იანვარს გაიმართება. ისრაელი გამორიცხავს “ჰამასთან” მოლაპარაკებას, სანამ ჯგუფი არ უარყოფს განზრახვას, რომ ესწრაფვის ისრაელის მოსპობას.
პალესტინელთა პრეზიდეტმა მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ არავის აქვს უფლება საბოტაჟი გაუწიოს არჩევნებს.
არჩევნებში მთავარი კონკურნტები არიან მმართველი “ფათაჰის” პარტია და შეიარაღებული “ჰამასის” გაერთიანება. აშშ-მა დაადასტურა, რომ 2 მილიონ დოლარამადე დაახარჯა, პალესტინელთა დემოკრატიულ პარტიებს, მაგრამ უარყო რომ ეს ნაბიჯი “ჰამასის” წინააღმდეგ იყო.
XS
SM
MD
LG