Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს პალესტინის ავტონომიაში საპარლამენტო არჩევნები


ოთხშაბათს პალესტინის ავტონომიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პირველად უკანასკნელი ათი წლის მანძილზე.

ოთხშაბათს პალესტინის ავტონომიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პირველად უკანასკნელი ათი წლის მანძილზე.
ხელისუფლებამ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა ათასობით პოლიციელი, რათა არ დაუშვას შეტაკებები და არეულობა. ხელისუფლებისთვის ბრძოლა გაიმართება ამჟამინდელ მმართველ პარტია ფათჰსა და ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის. ორივე პარტია დარწმუნებულია გამარჯვებაში. ისრაელი გამორიცხავს ჰამასთან თანამშრომლობის რაიმე შესაძლებლობას. ჰამასი დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჰამასის გამარჯვებამ შეიძლება პალესტინის ავტონომიისთვის დახმარების შემცირება გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG