Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ აჰვაზში ორი


ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ აჰვაზში ორი აფეთქება მოხდა.

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ აჰვაზში ორი აფეთქება მოხდა.
დაიღუპა სულ ცოტა რვა ადამიანი, დაიჭრა ორმოცი. "ჩვენამდე მოსული ინფორმაციის თანახმად, ერთი ბომბი აფეთქდა ბანკის შენობასთან... მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სასარგებლო მინერალების უწყების სამთავრობო ოფისთან," განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. აჰვაზში, რომელიც არაბი უმცირესობით არის დასახლებული, ხშირად ხდება ხოლმე შეტაკებები. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გადადო ქალაქში დაგეგმილი ვიზიტი, მისი თქმით, ფრენისთვის არახელსაყრელი ამინდის გამო.

XS
SM
MD
LG