Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვულ საკითხებში ირანის მაღალი რანგის


ბირთვულ საკითხებში ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელი ალი ლარიჯანი დღეს მოსკოვში ჩავიდა

ბირთვულ საკითხებში ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელი ალი ლარიჯანი დღეს მოსკოვში ჩავიდა
თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად. იტარ-ტასის ცნობით, ლარიჯანი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, იგორ ივანოვს შეხვდება. ირანის კიდევ ერთი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მეჰდი საფარი 23 იანვარს მოსკოვში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. დღეს კი მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯომარესთან, სერგეი კირიენკოსთან. მათი საუბარი ძირითადად შეეხებოდა ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობას. ამერიკა და ევროპის კავშირი აცხადებენ, რომ თეირანი შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს. რუსეთი გამოვიდა წინადადებით, თავის ტერიტორიაზე მოახდინოს ირანის ბირთვული საწვავის გამდიდრება და ამგვარად განმუხტოს ვითარება.


XS
SM
MD
LG