Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 1 თებერვლამდე გადაიდო ჟურნალისტ


უკრაინაში 1 თებერვლამდე გადაიდო ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირში ბრალდებული სამი მამაკაცის

უკრაინაში 1 თებერვლამდე გადაიდო ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირში ბრალდებული სამი მამაკაცის
- ყოფილი პოლიციელების - სასამართლო პროცესი. კიევის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც სასამართლოს დარბაზში, როგორც იუწყებიან, არ გამოცხადდნენ ღონღაძის ქვრივის, მიროსლავას, ვექილები. სასამართლოში ღონღაძის სახელთან დაკავშირებული საქმის განხილვა 9 იანვარს დაიწყო. უკრაინაში გავრცელებულია ვარაუდი, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ხელიც ერია. კუჩმა უარყოფს ამ ბრალდებას. ღონღაძე 2000-ს წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG