Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაზის საკითხზე


უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაზის საკითხზე რუსეთთან ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერა ისევ გადაიდო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაზის საკითხზე რუსეთთან ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერა ისევ გადაიდო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა იური იეხანუროვმა დღეს კიევში მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტი არ გაფორმდება დღეს, როგორც დაგეგმილი იყო. მისივე განმარტებით, ორივე მხარის წარმომადგენელი ექსპერტები განაგრძობენ დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებზე მუშაობას და გრძელდება მოლაპარაკება კომპანია "გაზპრომთან". წინასწარი გეგმით, ბუნებრივი აირის გარშემო მოსკოვის და კიევის შეთანხმება გასულ შაბათს, 21-თ იანვარს უნდა გამორფებულიყო. ამ დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის პარლამენტში.
XS
SM
MD
LG