Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა საქართველოს შესთავაზა გაზის მიწოდება


ირანმა საქართველოს შესთავაზა გაზის მიწოდება რუსეთიდან მომარაგების სრულად აღდგენამდე.

ირანმა საქართველოს შესთავაზა გაზის მიწოდება რუსეთიდან მომარაგების სრულად აღდგენამდე.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ვკითხულობთ აგრეთვე, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ამ წინადადებით სამშაბათს, სატელეფონო საუბარში მიმართა ქართველ კოლეგას, გელა ბეჟუაშილს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე უფასო სასადილოს გახსნისას შეეხო გაზით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემას და აღნიშნა, რომ მთავრობა ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად კვლავ ყველა მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე გაზსადენის აღდგენას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები საეჭვოდ ჭიანურდება.
XS
SM
MD
LG