Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ბრიტანეთის ხელი ურევია აფეთქებებში,

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ბრიტანეთის ხელი ურევია აფეთქებებში,
რომლებიც 24 იანვარს ირანის ქალაქ აჰვაზში მოეწყო. ორმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 46 კაცი. როგორც მოტაკიმ აღნიშნა, [მოტაკის ხმა]
“გუშინ მკვლელობები აჰვაზში ჩაიდინეს იმათ, ვინც ამაყად იღებს ფოტოსურათებს ლონდონში ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან, ან თანამოაზრეებთან. ისინი ბრიტანეთის არმიის სარდლებთან თანამშრომლობენ და სარგებლობენ სადაზვერვო და სხვა აღჭურვილობებით ბასრაში”. ბრიტანეთი უარყოფს ირანის ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG