Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ბელორუსიის


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას
ავტორიტარული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაზე და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერაზე იმსჯელა. საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ჩამოყალიბებული. რეზოლუცია ბელორუსიაში 19 მარტს დაგეგმილი არჩევნების წინ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი ვითარების განხილვის შემდეგ მიღეს. ასამბლეამ ხაზი გაუსვა "დემოკრატიული ოპოზიციის კონსოლიდაციის" აუცილებლობას, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ შორის, ევროკავშირს და ეუთოს – ბელორუსიის დემოკრატიზაციაზე მუშაობისკენ მოუწოდა. ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა, განაცხადა, რომ ბელორუსიაში დემოკრატია არ არსებობს, და "მოსახლეობა იქ შიშით პარალიზებულია". ბელორუსიის საპარლამენტო წარმომადგენელმა, ვლადიმირ კონოპლიოვმა, კი განაცხადა, რომ ბელორუსიაში ფერადი რევოლუცია არ მოხდება.
XS
SM
MD
LG