Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ


"გაზპრომის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ შეეგუებიან უკრაინის მხრიდან ევროპელი კლიენტებისთვის განკუთვნილი გაზის მისაკუთრებას.

"გაზპრომის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ შეეგუებიან უკრაინის მხრიდან ევროპელი კლიენტებისთვის განკუთვნილი გაზის მისაკუთრებას.
გაზპრომის წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა, განაცხადა, რომ უკრაინა მისთვის განკუთვნილ გაზზე მეტს მოიხმარს, და ის გაზი, რომელიც ევროპელებისთვის არის განკუთვნილი, "საზღვარსაც კი ვერ აღწევს". კუპრიანოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს უკრაინისთვის თანხმობა არ უთქვამს უჩვეულო სიცივეების გამო მეტი გაზის მოხმარებაზე. უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, "ნაფტოგაზის" დირექტორმა, ალექსი ივჩენკომ, აღიარა, რომ იანვარში უკრაინა გაზპრომთან დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ გაზს მოიხმარს. ივჩენკოს თქმით, უკრაინა ზედმეტი გაზის საფასურს გადაიხდის. ოთხშაბათს კუპრიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე დახარჯა იანვრისთვის განსაზღვრულო გაზი.
XS
SM
MD
LG