Accessibility links

logo-print

დავოსიდან საქართველოში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა


დავოსიდან საქართველოში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა, კრიზისთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის ყველა რგოლს,

დავოსიდან საქართველოში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა, კრიზისთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის ყველა რგოლს,
ქალაქის ხელისუფლებას და ენერგეტიკოსებს. სააკაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ "მოხიბლულია ხალხის ორგანიზებულობით და სიტუაციის ზუსტი გაგებით". პრეზიდენტის თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. სააკაშვილის აზრით, საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მაშინ დაარტყეს, როდესაც ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობდა. მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ ენერგეტიკულ დარტყმას გადაიტანს და განვითარებას გააგრძელებს. [სააკაშვილის ხმა]: "ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელსაც ისედაც ვაკეთებდით. შემდგომი რემონტი, შემდგომი მშენებლობა, ახალი სიმძლავრეები, ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ახალი თბოელექტროცენტრალები, ახალი ხაზები, ახალი იმპორტის შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა - იმისათვის, რომ ეს ბოლო ბერკეტი, რომელიც ამ დაჩლუნგებულ ძალას კიდევ გააჩნია, ვერასოდეს ჩვენს წინააღმდეგ ვეღარ გამოიყენოს". მიხეილ სააკაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თავად ხელმძღვანელობს ელექტროგადანცემი ხაზების აღდგენას – ენერგეტიკის მინისტრი კი გაზის მოწოდებაზე თეირანში აწარმოებს მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG