Accessibility links

logo-print

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შედეგების


ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ჰამასმა,

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ჰამასმა,
პალესტინის ავტონომიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემების თანახმად, ჰამასმა 132 ადგილიან პარლამენტში 76 მანდატი მოიპოვა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების თქმით, ფატაჰის პარტიას – რომელიც პალესტინურ პოლიტიკას ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა – 43 ადგილი ერგო. პალესტინელების ლიდერებმა დღეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მსჯელობის მიზნით შეხვედრები გამართეს.
მსოფლიოს პოლიტიკის ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ ჰამასმა უარი უნდა თქვას ძალადობაზე – და უნდა აღიაროს, რომ ისრაელს არსებობის უფლება აქვს. ისრაელში, სხვადასხვა ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჰამასთან ვერანაირი ფორმით ვერ ითანამშრომლებენ, ვინაიდან ამ ჯგუფს ისრაელის მაცხოვრებლების წინააღმდეგ არაერთი სისხლიანი თავდასხვა აქვს მოწყობილი. ჰამასს შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებას უწოდებენ. შედეგების გამოქვეყნებამდე, პალესტინელთა პრემიერ მინისტრი, აჰმედ ყურეი, კაბინეტთან ერთად თანამდებობიდან გადადგა.
XS
SM
MD
LG