Accessibility links

logo-print

კოსოვოს ალბანელი პრეზიდენტი, იბრაჰიმ რუგოვა


კოსოვოს ალბანელი პრეზიდენტი, იბრაჰიმ რუგოვა, დღეს დედაქალაქ პრიშტინაში დაკრძალეს.

კოსოვოს ალბანელი პრეზიდენტი, იბრაჰიმ რუგოვა, დღეს დედაქალაქ პრიშტინაში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი, ხავიერ სოლანა, და კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელი, სიორენ იესენ-პეტერსენი. ამ უკანასკნელის თქმით: [იესენ-პეტერსენის ხმა]: "პრეზიდენტ რუგოვას წასვლამ სიცარიელე შექმნა – თუმცა მან იმის ხედვაც დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს კოსოვო. თავად რუგოვა ამ ხედვის ხორცშესხმას ვერ მოესწრო – მაგრამ ამას მისი მიმდევრების ერთობა და თავდადება აღასრულებს". რუგოვა შაბათს, 21 იანვარს, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მას კოსოვოს სტატუსის შესახებ გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებაზე კოსოვოს დელეგაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა. მოლაპარაკება ქალაქ ვენაში 25 იანვარს უნდა დაწყებულიყო. კოსოვოს პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ვინ შეცვლის რუგოვას.
XS
SM
MD
LG