Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანოუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანოუჩერ მოტაკიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და რუსეთი შეთანხმდნენ -

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანოუჩერ მოტაკიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და რუსეთი შეთანხმდნენ -
ირანის ურანის გამდიდრების პროგრამაში სხვა ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოტაკის არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნები შეუერთდებიან რუსეთს ირანისთვის ურანის გამდიდრების საქმეში დახმარების გაწევაში. ცნობილია, რომ ირანის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ჩინეთში ჩავიდა, და რუსეთის მხრიდან ირანისთვის შეთავაზებული დახმარების ირგვლივ მოლაპარაკება აწარმოა. რუსეთმა, ამავე დროს, უნდა გააკონტროლოს, რომ ირანი ატომური იარაღისთვის საჭირო საწვავს არ გამოიმუშავებს.
მას შემდეგ, რაც გაეროს ატომურმა უწყებამ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ, განაცხადა, რომ ირანი მასთან არ თანამშრომლობს, შეერთებული შტატები, და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ირანის ატომური პროგრამის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG