Accessibility links

ირანის რევოლუციური დაცვის უფროსმა დღეს


ირანის რევოლუციური დაცვის უფროსმა დღეს განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი კონტრ-შეტევას რაკეტებით განახორციელებს.

ირანის რევოლუციური დაცვის უფროსმა დღეს განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი კონტრ-შეტევას რაკეტებით განახორციელებს.
ეს განცხადება გენერალმა იაჰია რაჰიმ საფავიმ დღეს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს გააკეთა. მან შეერთებული შტატები ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ხუზესტანის პროვინციაში, მეამბოხეებს იარაღით მომარაგებაში დაადანაშაულა. ირანი "შაჰაბ-3"-ად წოდებულ რაკეტებს აწარმოებს, რომლებსაც სროლის ადგილიდან 2000 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ მოქმედება. რევოლუციური დაცვა – რომელიც ირანის სახელმწიფო შეიარაღებული ძალებისგან განცალკევებით
არსებობს – ამ რაკეტებით 2003 წელს შეიარაღდა.
XS
SM
MD
LG