Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინური ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" პოლიტიკური


პალესტინური ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ

პალესტინური ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ
ჰამასი მზადაა პალესტინური დაჯგუფებები, საკუთარი შეიარაღებული ფრთის ჩათვლით, ჯარის შესაქმნელად გაართიანოს. სირიაში მცხოვრებმა ხალედ მაშაალმა, ეს დამასკში შემდგარ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან ჰამასს სამი მიზანი დაუსახა: [მაშაალის ხმა]: "ჩვენ ამ გამარჯვებას სამი მიზნის მისაღწევად ვგეგმავდით. პირველ რიგში, რეფორმის გასატარებლად და პალესტინური რეალობის გასაუმჯობესებლად. ჩვენი მეორე მიზანია წინააღმდეგობა შევინარჩუნოთ და მის ირგვლივ პალესტინელების მობილიზაცია მოვახდინოთ. მესამე – ჩვენ პალესტინური პოლიტიკური ორგანიზაციების და გადაჯგუფებას ვგეგმავთ, რათა ეს ინსტიტუტები პარტნიორულ საწყისზე გახდნენ დაფუძნებული". მაშაალი აცხადებს, რომ ჰამასი პალესტინის ავტონომიასა და ისრაელს შორის უკვე დადებულ შეთანხმებებს დაიცავს. ამავე დროს, მაშაალმა უარყო საერთაშორისო მოწოდებები ჰამასის განიარაღების თაობაზე, და მსოფლიოს მოუწოდა, პატივი სცენ ჰამასის გამარჯვებას. მისი თქმით, არ შეიძლება უცხოური დახმარების გამოყენება პალესტინელებისთვის შანტაჟის მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG