Accessibility links

logo-print

იტალიას სურს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს


იტალიას სურს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მოხმარება.

იტალიას სურს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მოხმარება.
იტალიის ინდუსტრიის მინისტრმა, კლაუდიო სკაიოლამ, განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გამოყოფილზე მეტი გაზის მოხმარება მიუღებელია. სკაიოლამ ეს განცხადება რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ვიქტორ ხრისტენკოსთან პარასკევს, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ევროპისთვის განკუთვნილი რუსული გაზის 80 პროცენტი უკრაინაზე გამავალი მილსადენებით გადის. უკრაინა აღიარებს, რომ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო მეტი გაზის მოხმარება უწევს. შედეგად, იტალიაში ბოლო ათი დღის განმავლობაში ნაკლები გაზი ჩადის. იტალიის მთავრობა ენერგეტიკის ეკონომიას ცდილობს. ოფისებში, ქარხნებში და საცხოვრებელ კორპუსებში გათბობა გამოირთო. დაწესებული ლიმიტის გადაჭარბებაზე 900 ევროს ოდენობის ჯარიმაა დაწესბული.
XS
SM
MD
LG