Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შაბათს


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შაბათს ციურიხში გაფრინდა,

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შაბათს ციურიხში გაფრინდა,
სადაც თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ერდოღანთან საქართველოში შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ საქართველოში 100 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. არველაძის თქმით, პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერთან განიხილა ასევე თანამშრომლობის, რეგიონის უსაფრთხოების და სტრატეგიული კოორდინაციის საკითხები. “მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ამ დღეებში გაუქმდება ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
არველაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და გავლენიან პოლიტიკოსებთან. მომავალ კვირაში იგეგმება შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან.
XS
SM
MD
LG