Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ირანი საფრთხეს უქმნის არა მარტო ისრაელს,

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ირანი საფრთხეს უქმნის არა მარტო ისრაელს,
არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოს. ეს შეფასება მერკელმა გამოთქვა იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეჰუდ ოლმერტთან მოლაპარაკების შემდეგ. ოლმერტმა გამოთქვა ისრაელის შეშფთოება ირანის ბირთვული პროგრამით. მერკელის თქმით, გერმანიას და ისრაელს აქვთ საერთო ამოცანა, გააგებინონ ირანს, რომ მან გადააბიჯა ზღვარს, რასაც გერმანია და ისრაელი არ შეურიგდებიან. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მერკელმა და ოლმერტმა ასევე დადეს პირობა, რომ არ დაიჭერენ საქმეს პალესტინელების ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან", ვიდრე ის არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას და უარს არ იტყვის ძალადობაზე. "ჰამასმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პალესტინელების 25 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG