Accessibility links

logo-print

პოლონეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ქალაქ


პოლონეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ქალაქ კატოვიცეში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. იქ გუშინ საგამოფენო

პოლონეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ქალაქ კატოვიცეში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. იქ გუშინ საგამოფენო
ცენტრის სახურავის ჩანგრევამ, სულ მცირე, 66 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არ გამორიცხავენ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას: სამაშველო სამუშაოები გრძელდება. როგორც დღეს სახანძრო დახმარების ხელმძღვანელმა აღნიშნა პრეს-კონფერენციაზე, "თითქმის ნულის ტოლია" შანსი, რომ წუხელ ნანგრევებში ჩარჩენილებიდან, ვინმე ცოცხალი გადაურჩებოდა მინუს 15-გრადუსიან სიცივეს. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მწუხარება გამოთქვა უბედური შემთხვევის გამო და აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებულია 49 დაღუპული, ხოლო 140-მდე დაშავებულიდან არავინაა მძიმე მდგომარეობაში.
XS
SM
MD
LG