Accessibility links

ერაყში დღეს ისევ მოჰყვა მსხვერპლი


ერაყში დღეს ისევ მოჰყვა მსხვერპლი მეამბოხეების თავდასხმებს.

ერაყში დღეს ისევ მოჰყვა მსხვერპლი მეამბოხეების თავდასხმებს.
პოლიციის ცნობით, ქალაქ ქირქუქში ეკლესიებთან ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 კაცი დაიღუპა, დაჭრილია 9. ბაღდადში კი ოთხ ეკლესიასთან მოაწყეს აფეთქებები, დაიჭრა 6 ადამიანი. ამერიკულ ტელესადგურ ABC-ის ცნობით, მისი ჟურნალისტი ბობ ვუდრაფი და ოპერატორი დაგ ვოგტი დაიჭრნენ ერაყში აფეთქებისას. მათი მდგომარეობა მძიმეა. 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტიკრიტში მოწყობილი აფეთქებისას. სხვა იერიშისას, დღეს უფრო ადრე, 6 ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG