Accessibility links

რუსეთმა განაახლა გაზის საქართველოსთვის და


რუსეთმა განაახლა გაზის საქართველოსთვის და სომხეთისთვის მიწოდება.

რუსეთმა განაახლა გაზის საქართველოსთვის და სომხეთისთვის მიწოდება.
ჩრდილოეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს პრეს-მდივან, ვლადიმირ ივანოვის განცხადებით, მომარაგება დღეს დილას განახლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურბა ნოღაიდელმა დაადასტურა ცნობა გაზით მომარაგების აღდგენის შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირით მომარაგება 6-7 თებერვლამდე არ არის მოსალოდნელი. ასევე ნოღაიდელის განცხადებით, ორშაბათიდან ქვეყანას ირანული გაზის მიღების საშუალებაც ექნება. როგორც იუწყებიან, ორშაბათს სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. გუშინ თბილისის მერის, გიგი უგულავას მითითებით, გაზის მიწოდება შეუჩერეს საქართველოში რუსეთის საელჩოს და კომპანია "გაზექსპორტის" წარმომადგენლობას, რამაც რუსული მხარის პროტესტი გამოიწვია. საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ მიხაილ კამინინის განცხადებით, ფედერაციის ხელისუფლებას შეუძლია მოსკოვში საქართველოს საელჩოს მიმართ ადეკვატური ზომები მიიღოს. ერთი კვირის წინ, 22 იანვარს რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებებმა საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა. კრიზისი გააღრმავა ელქტრომომარაგების შეზღუდვამ: ორი დღის წინ მე-9 ენერგობლოკი გაითიშა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე სისტემური ავარიის შედეგად. დღეს დილას ენერგობლოკი ისევ ჩაირთო.
XS
SM
MD
LG