Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა, რომ ორშაბათს აგზავნის


ირანმა დაადასტურა, რომ ორშაბათს აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ბირთვულ პროგრამაზე

ირანმა დაადასტურა, რომ ორშაბათს აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ბირთვულ პროგრამაზე
მოსალაპარაკებლად. ევროკავშირის ამ სამეულმა და აშშ-მა წამოიწყეს დიპლომატიური ინიციატივა, რომლის მიზანია ირანის საკითხის შეტანა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ბირთვული პროგრამა. ირანის საკითხზე უშიშროების საბჭოში მსჯელობის მიზანშეწონილობაზე გაეროს ატომურმა სააგენტომაც უნდა იმსჯელოს. როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰამიდ რეზა ასეფიმ აღნიშნა დღეს თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ევროპელებმა არ უნდა იჩქარონ და შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკების გზით არრის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG