Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილგაზის“ გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის


"თბილგაზის“ გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის ინფორმაციით, სამ დღეში თბილისის

"თბილგაზის“ გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის ინფორმაციით, სამ დღეში თბილისის
80 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, ხოლო მთლიანად გაზის აღდგენა კომპანიაში შემუშავებული ხუთდღიანი პროგრამის მიხედვით მოხდება. "ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში მთლიანად იქნება ჩართული თბილისი“, - განაცხადა გიორგი გვიჩიანმა დღეს ტელეკომპანია "რუსთავი2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"რომელ გაზს გამოიყენებს თბილისი – ირანისას თუ რუსეთისას – ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება უახლოეს საათებში“, - აღნიშნა გვიჩიანმა.
გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ირანის გაზი საქართველოს საზღვარს გადალახავს.
XS
SM
MD
LG