Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ოსების მიმართ


ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და

ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და
ეროვნული შეუწყნარებლობის ატმოსფეროს შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთოსური მხარის განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა. “კომისიის ფარგლებში ტარდება დაძაბული, მიზანმიმართული მუშაობა კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები ქართულ საზოგადოებაში ეროვნული შუღლისა და ოსების მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების ატმოსფეროს ქმნის”, - ვკითხულობთ განცხადებაში. მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ 28 იანვარს სოფელ კეხვში მოკლეს ჯავის რაიონის სოფელ გუფთას მკვიდრი, 35 წლის ვიტალი ბიტიევი, რომელიც თავის ნაცნობს სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG