Accessibility links

logo-print

პალესტინელთა გასამხედროებული ორგანიზაცია "ჰამასი", რომელმაც


პალესტინელთა გასამხედროებული ორგანიზაცია "ჰამასი", რომელმაც ავტონომიის საპარლამენტო არჩევნებში

პალესტინელთა გასამხედროებული ორგანიზაცია "ჰამასი", რომელმაც ავტონომიის საპარლამენტო არჩევნებში
გაიმარჯვა, მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ფინანსური დახმარება არ შეუწყვიტოს პალესტინელთა თვითმმართველობას. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიეჰმა განაცხადა, რომ "ჰამასმა" დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და პალესტინელი ხალხის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. ჰანიეჰის თქმით, საფუძველს მოკლებულია შეშფოთება, რომ მატერიალური დახმარება "ჰამასმა" ძალადობის აქტების დასაფინანსებლად შეიძლება გამოიყენოს. [ისმაილ ჰანიეჰის ხმა] "მოგიწოდებთ, გააცნობიეროთ, რა არის პალესტინელი ხალხის პრიორიტეტები ამ ეტაპზე და განაგრძოთ მისი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა, რათა რეგიონმა განაგრძოს სტაბილურობისკენ სვლა, დაძლიოს დაპირისპირება და დაძაბულობა." დღეს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურზულა პლასნიკმა განაცხადა, რომ "ჰამასი" უნდა განიარაღდეს და აღიაროს ისრაელის უფლება, იარსებოს, როგორც სახელმწიფომ. [ურზულა პლასნიკის ხმა] "ძალადობა და ტერორი შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესებთან და ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ ჰამასსა და ყველა სხვა დაჯგუფებას, უარი თქვან ძალადობაზე, აღიარონ ისრაელის უფლება, იარსებოს, და განიარაღდნენ." ეს განცხადება ურზულა პლასნიკმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე გააკეთა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ვიზიტად იმყოფებოდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, განაცხადა, რომ გერმანიისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა პალესტინელთა იმ მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც ისრაელს არ ცნობს. აშშ-მა განაცხადა, რომ ფინანსურ დახმარებას არ აღმოუჩენს "ჰამასის" წევრებით დაკომპლექტებულ სამთავრობო კაბინეტს. ანალოგიური განცხადება ისრაელმაც გააკეთა.
XS
SM
MD
LG