Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო


ჰამასი აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო ზეწოლას არ დაჰყვება და განაგრძობს პალესტინელთა დახმარებას.

ჰამასი აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო ზეწოლას არ დაჰყვება და განაგრძობს პალესტინელთა დახმარებას.
ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოსამა ჰამდანმა ასოშიეიტედ პრესს განუცხადა, რომ ჰამასი დაფინანსების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც მსოფლიოს ლიდერებმა მოუწოდეს ჰამასს, უარი თქვას ძალადობაზე, აღიაროს ისრაელი და მიიღოს გზამკვლევის სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ისრაელისა და პალესტინის მომავალი სახელმწიფოს თანაარსებობას გულისხმობს. ჰამასის წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ უარყო ეს მოთხოვნები და თქვა, რომ ამის სანაცვლოდ ისრაელის ოკუპაციის დასრულება არის საჭირო. ჰამასის ქარტია შეიცავს ისრაელის სახელმწიფოს დამხობის მოწოდებას.

XS
SM
MD
LG