Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიციის ცნობით, დღეს ბაღდადში


ერაყის პოლიციის ცნობით, დღეს ბაღდადში 15 ადამიანის გვამები იპოვეს.

ერაყის პოლიციის ცნობით, დღეს ბაღდადში 15 ადამიანის გვამები იპოვეს.
ამ ცნობის თანახმად, 11 გვამი ახალგაზრდა მამაკაცებს ეკუთვნოდა და მათ თავში აქვთ ნატყვიარები. გვამებს წამების კვალი ეტყობა. ისინი სატვირთო მანქანაში იპოვეს ბაღდადის დასავლეთ ნაწილში. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კიდევ სამი გვამი იპოვეს წყლის გამწმენდი სადგურის მახლობლად, კიდევ ერთი - ბაღდადის აღმოსავლეთში. დღესვე ბაღდადის დასავლეთ ნაწილში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG