Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მაღალი შეფასება მისცა ავღანეთის მიერ განვლილ გზას ქვეყნიდან,

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მაღალი შეფასება მისცა ავღანეთის მიერ განვლილ გზას ქვეყნიდან,
რომელიც ტერორისტების მძევალი იყო - ქვეყნამდე, რომელშიც დემოკრატია იშვება. ეს განცხადება ანანმა დღეს გააკეთა ლონდონში, სადაც გაიმართა ავღანეთის მომავლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საერთაშორისო დახმარება აუცილებელია სამომავლო განვითარებისთვის. "მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებშია დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან ქვეყანა ძალისხმევათა კონსოლიდაციას ცდილობს მშვიდობის, დემოკრატიისა და, უპირველეს ყოვლისა, უშიშროების სფეროში, რაც ყველა სხვა ფრონტზე წარმატების საწინდარია," განაცხადა ანანმა. მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მომავალ წელს ამერიკა ავღანეთისთვის მილიარდ 100 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებისაღმოჩენას აპირებს.
XS
SM
MD
LG