Accessibility links

logo-print

ნეპალის მეფე გიანენდრამ აღნიშნა ძალაუფლების


ნეპალის მეფე გიანენდრამ აღნიშნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების პირველი წლისთავი

ნეპალის მეფე გიანენდრამ აღნიშნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების პირველი წლისთავი
და ნეპალელებს აღუთქვა ადგილობრივი არჩევნების გამართვა 15 თვეში. მანვე ილაპარაკა წარმატებაზე მაოისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბძროლაში - და ეს მიუხედავად მაოისტების წუხანდელი იერიშებისა რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის არმიის ყარზარმებზე. დაიღუპა 20-მდე პოლიციელი და ჯარისკაცი. დედაქალაქ კატმანდუში დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა სცადეს საპროტესტო გამოსვლის მოწყობა, მაგრამ შეკრება პოლიციამ დაარბია, დააკავა რამდენიმე ადამიანი. მეფის მიერ შარშან 1 თებერვალს აბსოლუტური ძალაუფლების აღებას პოლიტიკური პარტიების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG