Accessibility links

"ჰამასმა" დღეს შეაქო ვლადიმირ პუტინი


"ჰამასმა" დღეს შეაქო ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიომ

"ჰამასმა" დღეს შეაქო ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიომ
უნდა განაგრძოს პალესტინელებისთვის დახმარების გაწევა. არაერთი სახელმწიფო, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, დაიმუქრა პალესტინელების ხელმძღვანელობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებით, თუ პალესტინელების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ჰამასი" უარს არ იტყვის ძალადობაზე და არ აღიარებს ისრაელის უფლებას, იარსებოს. როგორც დღეს, ქაიროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა პალესტინელების პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ე.წ. კვარტეტი, რომელიც გაეროს, შეერთებული შტატების, რუსეთის და ევროკავშირისგან შედგება, განაგრძობს დახმარების გაწევას პალესტინელების და არა რომელიმე პარტიისთვის.
XS
SM
MD
LG