Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა საერთაშორისო


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,
"სიძლიერის ნიშანი" გაუგზავნოს ირანს, რათა ცხადჰყოს, რომ ირანმა უნდა შეასრულოს ბირთვული პროგრამის საკითხში ნაკისრი ვალდებულებები. [ტონი ბლერის ხმა] “იმის გამო, რასაც ირანი აკეთებს - არამარტო ატომური იარაღის საკითხში თავისი მოვალეობის შეუსრულებლობით, არამედ რეგიონში ტერორიზმის ექსპორტით, ადამიანის უფლებების ხელყოფით -უდავოდ მნიშვნელოვანია, განვაცხადოთ, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ჩვენ, ყველანი, ვემხრობით აქტიურ ზომებს, თუ ისინი საჭირო იქნება”. ამ განცხადებით ბლერი გამოვიდა ლონდონში, იქვე ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯეკ სტროუს და მისი ირანელი კოლეგის, მანუჩერ მოტაკის მოლაპარაკების შემდეგ. მოლაპარაკებამდე კი სტროუმ აღნიშნა, რომ უცხოეთმა ირანს - ატომური ენერგეტიკის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების “ბოლო შანსი” მისცა.
XS
SM
MD
LG