Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარის


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარის, მუჰამედ ბარადეის თქმით,

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარის, მუჰამედ ბარადეის თქმით,
ირანს კიდევ აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საკუთარი იმიჯის გამოსწორების შესაძლებლობა. [ბარადეის ხმა]: "ეს კრიტიკული ეტაპია, მაგრამ არამც და არამც არ არის კრიზისული სიტუაცია. საუბარია ნდობის ჩამოყალიბებაზე, იმაზე, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ნდობის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ზომები; და საუბარი არ არის რაიმე მოახლოვებულ საფრთხეზე". ბარადეის ეს განცხადება ვენაში გამართულ შეხვედრას დაემთხვა, სადაც გაეროს ატომური უწყების მმართველი საბჭოს წევრები დღეს ვენაში დახურულ შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ირანის ატომური პროგრამა უშიშროების საბჭოს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ საკითხზე კენჭისყრის დღეს ჩატარება მოსალოდნელი არ არის. შეხვედრა ხვალ, 3 თებერვალს გაგრძელდება. ირანი იმუქრება, რომ თუ მას უშიშროების საბჭოს გადასცემენ – რომელსაც სადამსჯელო სანქციების დაწესება შეუძლია - ქვეყანა ურანის გამდიდრების მსხვილმასშტაბიან სამუშაოს დაიწყებს და გაეროს ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის დელეგატის, გრიგორი ბერდენიკოვის თქმით, მოსკოვს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ირანის შესახებ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს მიეწოდოს.
XS
SM
MD
LG