Accessibility links

logo-print

მსოფლიოში იზრდება წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების


მსოფლიოში იზრდება წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების მიმართ პროტესტის ტალღა.

მსოფლიოში იზრდება წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების მიმართ პროტესტის ტალღა.




აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო დღეს ეს კარიკატურები. წარმომადგენელმა კერტის კუპერმა თქვა, რომ პრესის თავისუფლებას პატივის უნდა ვცეთ, მაგრამ ის პრესის პასუხიმგებლობასთან უნდა იყოს შეკავშირებული. ავღანეთის პრეზიდენტმა კარზაიმ სიმშვიდისა და შენდობისკენ მოწოდება გამოთქვა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეს კარიკატურები მიუღებელია. უფრო მძაფრი იყო რეაქცია სხვა მაჰმადიანურ ქვევნებში. პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო კარიკატურები და პარლამენტმა რეზოლუცია იიიღო ამის თაობაზე. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ კარიკატურებს გაუმართლებელი უწოდა და თქვა, რომ ვერ შეეგუება მაჰმადიანობის შეურაცხყოფას. ინდონეზიაში დანიის საერჩოში შეიჭრა 300 პირი. მოჰამედის კარიტატურების მიმართ პროტეტის გამოითქვა ირანში, ერაყში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, რუსეთში, დაღესიტანში. მოჰამედის კარიკატურები პირველად დანიაში გამოქვეყნდა. მაგრამ გადაბეჭდეს სხვა ევროპულმა გაზეთებმაც, განაცხადეს, რომ ეს პრესის თავისუფლებაა.
XS
SM
MD
LG