Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ურანის


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ურანის გამდიდრებაზე მუშაობის დაწყების ბრძანება გასცა

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ურანის გამდიდრებაზე მუშაობის დაწყების ბრძანება გასცა
და თეირანის ატომურ საწარმოებთან გაეროს ინსპექტორების დაშვება აკრძალა. აჰმადინეჟადის ბრძანება ვენაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დღეს 27 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ირანზე ზეწოლის მოხდენას ისახავს – რათა ქვეყანამ საერთაშორისო სააგენტოსთან ითანამშრომლოს. კენჭისყრის ხუთმა მონაწილემ რეზოლუციის მიღებისგან თავი შეიკავა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ამ გადაწყვეტილებას ირანისთვის წარგზავნილი მესიჯი უწოდა – რომ ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის ნებას უნდა დამორჩილდეს. დღევანდელი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ზომების მიღების საშუალებას აძლევს. ამ ზომებში კი შესაძლოა ეკონომიკური სანქციებიც შევიდეს. თუმცა რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაერომ ირანის წინააღმდეგ ქმედება სულ მცირე 1 თვის განმავლობაში არ უნდა განახორციელოს. ამ დროის განმავლობაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დეტალურ ანგარიშს მოამზადებს.
XS
SM
MD
LG