Accessibility links

logo-print

სირიის დედაქალაქ დამასკში საპროტესტო დემონსტრაციის


სირიის დედაქალაქ დამასკში საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა დანიის და ნორვეგიის საელჩოები დაარბიეს.

სირიის დედაქალაქ დამასკში საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა დანიის და ნორვეგიის საელჩოები დაარბიეს.
მათ ორივე შენობას ცეცხლი წაუკიდეს იმ დანიური კარიკატურების გაპროტესტების მიზნით, რომლებიც, მათი თქმით, წინასწარმეტყველ მოჰამადს შეურაცხყოფას აყენებს.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და დემონსტრაციის მონაწილეებს საფრანგეთის საელჩოსთან მისვლის საშუალება არ მისცა. ორივე შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის. საელჩოებში დღეს თანამშრომლები არ უნდა ყოფილიყვნენ. დანიის საელჩოს შენობაში კიდევ შვედეთის და ჩილეს დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული. კოპენჰაგენმა და ოსლომ თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდეს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ სირია.
XS
SM
MD
LG