Accessibility links

ეგვიპტის ნავსადგურ საფაგაზე წითელ ზღვაში


ეგვიპტის ნავსადგურ საფაგაზე წითელ ზღვაში ჩაძირული გემის მგზავრების ასობით ახლობელი შეიკრიბა,

ეგვიპტის ნავსადგურ საფაგაზე წითელ ზღვაში ჩაძირული გემის მგზავრების ასობით ახლობელი შეიკრიბა,
და პროტესტი გამოთქვა დაკარგული მგზავრების შესახებ ინფორმაციის სიმწირის გამო. პროტესტს მგზავრთა ახლობლების შეტაკება მოჰყვა პოლიციასთან. [შეტაკების ხმები]. პოლიციამ მგზავრების ახლობლები ნავსადგურთან არ მიუშვა, რის შემდეგაც პოლიციას ასობით ადამიანმა ქვები დაუშინა. გემზე, რომელიც პარასკევს ჩაიძირა, 1400 ადამიანი იმყოფებოდა. საზღვაო უწყებების ცნობით, 378 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ არსებობს რეალური საშიშროება, რომ დაღუპულია რამდენიმე ასეული მგზავრი.
გადარჩენილი მგზავრები ყვებიან, რომ როდესაც საუდის არაბეთს გასცდა, გემს ცეცხლი გაუჩნდა – და რომ მეზღვაურები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაგრამ სულ უფრო კლებულობს იმედი, რომ ცივ და ზვიგენებით სავსე წყალში ცოცხალი მგზავრების პოვნა მოხერხდება.
XS
SM
MD
LG