Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს მიუნხენში წარმოთქმულ სიტყვაში ირანის ატომურ პროგრამაზეც ისაუბრა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს მიუნხენში წარმოთქმულ სიტყვაში ირანის ატომურ პროგრამაზეც ისაუბრა.
მან კონფერენციის სტუმრებს განუცხადა, რომ ატომური პროგრამით ირანმა "ყველა ზღვარს გადააჭარბა", და თეირანმა ატომური იარაღი არ უნდა შექმნას. ანგელა მერკელმა, აგრეთვე, ირანის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან მიმართებით დაგმო "პრეზიდენტი, რომელიც ისრაელის და ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფს". ანგელა მერკელის შემდეგ კონფერენციაზე სიტყვით შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი გამოვიდა და განაცხადა, რომ "მსოფლიოს არ უნდა ატომური ირანი".
რამსფელდის სიტყვებით, ირანი მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის და ამ ქვეყნის ხელისუფლება ტერორიზმის უდიდესი სახელმწიფო სპონსორია.
XS
SM
MD
LG