Accessibility links

logo-print

მუსულმანურ ქვეყნებში წინასწარმეტყველ მოჰამადის კარიკატურების


მუსულმანურ ქვეყნებში წინასწარმეტყველ მოჰამადის კარიკატურების

მუსულმანურ ქვეყნებში წინასწარმეტყველ მოჰამადის კარიკატურების
ევროპულ პრესაში გამოქვეყნების გაპროტესტების მიზნით დემონსტრაციები გაგრძელდა. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას წაუკიდეს ცეცხლი და ქალაქის ქრისტიანული ნაწილი დაარბიეს. დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი. შაბათს, 4 თებერვალს, დანიის და ნორვეგიის საელჩოებს ცეცხლი სირიის დედაქალაქ დამასკში წაუკიდეს. დღეს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. სირიის უმაღლესმა რელიგიურმა ავტორიტეტმა, დიდმა მუფთიმ შეიხ აჰმედ ბადრედინ ჰასუნმა, მწუხარებით აღნიშნა, რომ დემონსტრაციის მონაწილეებში "ისეთი ელემენტებიც იყვნენ, რომლებსაც დიალოგის არ სჯერათ".
ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ექმელედინ იჰსანოღლუმ, დემონსტრაციებს ისლამის იმიჯისთვის მიყენებული ზიანი უწოდა. კარიკატურები პირველად დანიურ გაზეთში გამოქვეყნდა. შემდეგ კი ისინი ნორვეგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში და უნგრეთშიც დაბეჭდეს.
XS
SM
MD
LG